Sunday, March 31, 2019
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით.ტრენინგზე ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნამუშევრების სლაიდებზე,განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.დავამუშავეთ და შევინახეთ საქაღალდეში.ვისაუბრეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმაზე.შევქმენით არჩეული თემიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკები.ვიმუშავეთ წყვილებში და თემასთან დაკავშირებით გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.
Sunday, March 24, 2019
მეოთხე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე განსაკუთრებულად საინტერესო იყო, ვისწავლეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე.გავაკეთეთ ცხრილები.მივიღეთ დავალება როგორ ვიმუშაოთ პროექტზე?
Saturday, March 23, 2019
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღის ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.შევარჩიეთ სტრტეგიები მიზნები ჩვენი თემის შესაბამისად.გაუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები,ვიმსჯელეთ ბევრ საინტერესო საკითხებზე,შევარჩიეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ტრენინგის ყველა მომდევნო დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება
ჩემთვის.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
|
|
ზოგადი კითხვა
|
როგორია სიცოცხლის ფასი?
|
თემატური კითხვები
|
როგორ შეგვიძლია
პლანეტის ბუნებრივი რესურსების შენახვა და შენარჩუნება?
რომელი
საზოგადოებრივი საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
|
შინაარსობრივი
კითხვები
|
რისი
გაკეთება შეუძლია ჩვენს სკოლას გადაშენების პირას მდგარი სახეობების
გადასარჩენად?
რომელი
გარემოს დაცვითი პრობლემებია დღეს ჩვენს ქვეყანაში?
|
Sunday, March 17, 2019
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე დაიწყო ერთმანეთის გაცნობით,გავეცანით ერთმანეთის საპროექტო თემებს პროცესი იყო სასიამოვნო.დღევანდელი ტრენინგი ძირითადად ეხებოდა პუბლიკაციებზე მუშაობას.გავიხსენეთ ვორდის ფაილში მუშაობა და ვფიქრობ,რომ ეს ძალიან გამომადგება.გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია.დავალებად მივიღეთ როგორ ვიმუშაოთ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე ჩვენს მიერ არჩეული თემის შესაბამისად.დღევანდელი ტრენინგიდან გამომდინარე დიდი მოლოდინი მაქვს რომ ჩემთვის ტრენინგის მეორე დღე იქნება ნაყოფიერი და ბევრის მომცემი.
Saturday, March 16, 2019
პირველი დღის რეფლექსია
ტრენინგზე პროექტებით სწავლება I მოდულის 3 აქტივობას გავეცანი,რომელიც ვფიქრობ,რომ სასარგებლო იქნება ჩემს სამუშაო პრაქტიკაში.მე მინდა,რომ ეს პროექტები გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში,გაკვეთილი გავხადო უფრო საინტერესო და მოსწავლეებზე ორიენტირებული.ვფიქრობ,რომ დანარჩენი ტრენინგებიდან ძალიან ბევრ აქტივობას და საინტერესო მასალას გავეცნობი,რომელიც დამეხმარება საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვაში და ჩემი მიზნების მიღწევაში.
Subscribe to:
Posts (Atom)