Sunday, April 14, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმებს.ავტვირთეთ და გავაზიარეთ ჩვენს ბლოგზე,გავაკეთეთ ჩვენი თემის პრეზენტაცია მივიღეთ უკუკავშირი.
დიდი მადლობა საუკვეთესო ტრენერს ქალბატონ შორენას ენერგიული და დაუზარელი შრომისათვის,იმ დღებისთვის,რომელიც ძალიან ნაყოფიერი და ბევრისმომცემი იყო ჩემთვის.

Sunday, April 7, 2019

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარე.სახელმძღვანელოში გავეცანით ფასილიტაციის ტექნოლოგიებს.ვიმუშავეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნაზე.შევისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.განვიხილეთ ფასილიტაციის ნიმუშები და სტრატეგიების მაგალითები.ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის მომზადება,გაზიარება,ბლოგზე გვერდების დამატება.ჩვენი საქაღალდეები ავტვირთეთ დისკზე.დავასრულეთ პროექტის გეგმა.

Saturday, April 6, 2019

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგი დაიწყო დძალიან საინტერესოდ.გავუზიარეთ ერთმანეთს ნამუშევრები,დავუბრუნეთ უკუკავშირი.გავეცანით გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტებს .შევარჩიეთ დავალებები განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.გავამზადეთ პრეზენტაციის შაბლონი ,გადავხედეთ გეგმებს მოვახდინეთ რეფლექსია.ტრენინგი იყო ნაყოფიერი.

Sunday, March 31, 2019

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით.ტრენინგზე ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნამუშევრების სლაიდებზე,განვიხილეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.სახელმძღვანელოში ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.დავამუშავეთ და შევინახეთ საქაღალდეში.ვისაუბრეთ მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმაზე.შევქმენით არჩეული თემიდან გამომდინარე შეფასების რუბრიკები.ვიმუშავეთ წყვილებში და თემასთან დაკავშირებით გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.

Sunday, March 24, 2019

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე განსაკუთრებულად საინტერესო იყო, ვისწავლეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე.გავაკეთეთ ცხრილები.მივიღეთ დავალება როგორ ვიმუშაოთ პროექტზე?

Saturday, March 23, 2019

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღის ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.შევარჩიეთ სტრტეგიები მიზნები ჩვენი თემის შესაბამისად.გაუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები,ვიმსჯელეთ ბევრ საინტერესო საკითხებზე,შევარჩიეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები.ტრენინგის ყველა მომდევნო დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
როგორია სიცოცხლის ფასი?
თემატური კითხვები
როგორ შეგვიძლია პლანეტის ბუნებრივი რესურსების შენახვა და შენარჩუნება?
რომელი საზოგადოებრივი საქმიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
შინაარსობრივი კითხვები
რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს სკოლას გადაშენების პირას მდგარი სახეობების გადასარჩენად?
რომელი გარემოს დაცვითი პრობლემებია დღეს ჩვენს ქვეყანაში?
 ჩემთვის.

Sunday, March 17, 2019

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე დაიწყო ერთმანეთის გაცნობით,გავეცანით ერთმანეთის საპროექტო თემებს პროცესი იყო სასიამოვნო.დღევანდელი ტრენინგი ძირითადად ეხებოდა პუბლიკაციებზე მუშაობას.გავიხსენეთ ვორდის ფაილში მუშაობა და ვფიქრობ,რომ ეს ძალიან გამომადგება.გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია.დავალებად მივიღეთ როგორ ვიმუშაოთ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე ჩვენს მიერ არჩეული თემის შესაბამისად.დღევანდელი ტრენინგიდან გამომდინარე დიდი მოლოდინი მაქვს რომ ჩემთვის ტრენინგის მეორე დღე იქნება ნაყოფიერი და ბევრის მომცემი.

Saturday, March 16, 2019

პირველი დღის რეფლექსია

    ტრენინგზე პროექტებით სწავლება I მოდულის 3 აქტივობას გავეცანი,რომელიც ვფიქრობ,რომ სასარგებლო იქნება ჩემს  სამუშაო პრაქტიკაში.მე მინდა,რომ ეს პროექტები გამოვიყენო საგაკვეთილო პროცესში,გაკვეთილი გავხადო უფრო საინტერესო და მოსწავლეებზე ორიენტირებული.ვფიქრობ,რომ დანარჩენი ტრენინგებიდან ძალიან ბევრ აქტივობას და საინტერესო მასალას გავეცნობი,რომელიც დამეხმარება საინტერესო გაკვეთილების დაგეგმვაში და ჩემი მიზნების მიღწევაში.